Sunday, October 13, 2013

პასტა ნივრითა და ზეთით (Pasta aglio e olio)

პასტა ნივრითა და ზეთით უმარტივესი კერძია, მაგრამ საოცრად გემრიელი გამოდის!


დამზადების დრო - 13 წუთი.

ინგრედიენტები (ორ კაცზე):

250 გრამი პასტა - სპაგეტი ან ლინგუინე

4 ლიტრი წყალი

2 სუფრის კოვზი მარილი

3 კბილი ნიორი

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

თხლად გახეხილი ყველი, პარმიჯანო, გემოვნებით.


როგორ ვამზადებთ: 

ფართო ქვაბში მივიყვანოთ 4 ლიტრი წყალი ადუღებამდე და დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი მარილი. ჩავყაროთ 250 გრამი პასტა და ამოვურიოთ ერთი-ორჯერ. დავტოვოთ მდუღარე მდგომარეობაში 10-ოდე წუთის განმავლობაში (ხარშვის ზუსტი დრო კოლოფზე ყოველთვის მითითებულია).

ამასობაში, დავასხათ ტაფაზე 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ჩავუმატოთ 3 მთლიანი კბილი ნიორი. ჩავშუშოთ ნიორი ზეთში საშუალო ცეცხლზე ისე, რომ ნიორი არ დაიბრაწოს, მას ნათელი ოქროსფერი შეფერილობა უნდა მიეცეს.

როდესაც პასტა მოიხარშება, გადავწუროთ და შევურიოთ იგი ზეითუნის ზეთში ჩაშუშულ ნიორს იმავე ტაფაში. დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ 15-20 წამი, ერთი-ორჯერ ამოვურიოთ და გადმოვიტანოთ თეფშებზე. მოვაყაროთ გახეხილი პარმიჯიანო გემოვნებით და მივირთვათ!

***

სცადეთ და გამიზიარეთ, როგორი გამოგივათ!






No comments:

Post a Comment