![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhOZoM5l2alh79-yrcVACceil55rZDndpOyOfl_fkT_RlckpQE9dUeNnO2LpKmChSwz_QGDsVSJxk17mWS-2nLamJbfQ97wFl6S9-fSkjmAuwxVBzZHLQeRrfkg5uMOBHrYxeo8Hr-y8X8/s320/Taralli-3954.jpg)
ამ ბლოგის მეშვებით გადმოგცემთ მარტივი, მაგრამ ამავდროულად იტალიაში ძალიან პოპულარული და გემრიელი კერძების რეცეპტებს და მათი ავთენტური გემოს მიღების ხერხებს. ამაში დამეხმარებიან იტალიელი მეგობარ-ნათესავები, რომლებიც, სხვა ბევრი იტალიელის მსგავსად, ეროვნული კულინარიისადმი რელიგიური თავდადებით გამოირჩევიან.
იტალიური კერძების უდიდეს დაწილს აერთიანებს სამი ძირითადი ინგრედიენტი, რომელთაც ამ ბლოგზე მითითებულ რეცეპტებშიც ხშირად იხილავთ. ესენია: პასტა (ჩვენში ცნობილი, როგორც "მაკარონი"), ზეითუნის ზეთი და ყველი პარმიჯანო.
დღესდღეისობით ამ ინგრიდიენტების მოძიება მაღაზიებში არც ისე რთულია. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ რამოდენიმე თვის წინ თბილისში გაიხსნა იტალიური მაღაზია "გასტრონომია იტალიანა", რომელიც იტალიური წარმოების საჭმელ პროდუქტებს გვთავაზობს. აქ შეძლებთ იპოვოთ ნამდვილი იტალიური პასტაც, ყველისა და ძეხვების სხვადასხვა ნაირსახეობები, ზეითუნის ზეთი თუ სხვა მრავალი საინტერესო პროდუქტი.
რასაკვირველია, რეცეპტების შესახებ თქვენს ყველა კითხვასა და კომენტარს სიამოვნებით გავცემ პასუხს.
მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს...
No comments:
Post a Comment